უკრაინის შსს-ს ცნობით, მარიუპოლის პორტთან რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლის პორტთან რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს. მათი ცნობით, გემზე გაჩნდა ხანძარი და ამჟამად ის იძირება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსმა სამხედროებმა გემს ცეცხლი ღამით გაუხსნეს. შედეგად, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიჭრა. კაპიტანმა შველა ითხოვა. ადგილზე მივიდნენ უკრაინელი მესაზღვრეები, როლებმაც დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს და ეკიპაჟი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც უკრაინის შსს-ში აცხადებენ, გემზე ხანძრის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ ხერხდება, რადგან რუსი სამხედროები კვლავ ხსნიან ცეცხლს.