უკრაინის შსს - ოლიმპიურ მოედანზე დებატებს 22 ათასი ადამიანი ესწრებოდა
უკრაინის ოლიმპიურ მოედანზე დებატებს 22 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატებს, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის დებატები უკრაინის დროით 19:00 საათზე დაიწყო და ის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.