უკრაინის შსს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ზომების მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, დამატებით ძალებს გამოიყენებს
უკრაინის შსს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ზომების მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, დამატებით ძალებს გამოიყენებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღდგომის დღესასწაულებზე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების სხვა ზომების მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამ დროისთვის უკრაინაში წესრიგს 30 000 პოლიციელი იცავს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, იური ტანდიტმა განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა არ დაემორჩილება წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხოების ზომებს, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, დამატებითი ძალები გამოიყენოს.

ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ აღდგომას არ დაიცავენ ყველა გათვალისწინებულ ზომას, დღესასწაულის შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა, უკრაინის მთლიანი მოსახლეობის 2-10 პროცენტი შეადგინოს.