უკრაინის შსს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
„რუსების მიერ განადგურებული კიდევ ერთი უკრაინის ქალაქი. ასე გამოიყურება დღეს ტორეცკი დონეცკის ოლქში. გადამწვარი მიწა, დანგრეული სახლები. რუსეთს მოაქვს მხოლოდ უბედურება, ტკივილი და ნგრევა“, – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს კადრები.
მანამდე უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, სადაც განადგურებულია რაიონები.
ქალაქი ტორეცკი 2014 წლიდან ფრონტის ხაზზე მდებარეობს.
რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 30 ათასს აღემატებოდა.