უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ მაშველები.
ანტონ გერაშენკოს თქმით, რუსეთის იერიშის სამიზნე იყო კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.
„დრონების დიდი ნაწილი კიევის ოლქშივე ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა დრონმა კიევამდე მიაღწია. მიზანი იყო კიევის ცენტრში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ერთ-ერთი დრონი მოხვდა საცხოვრებელ სახლს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა. ადგილზე მუშაობენ მაშველები. მას შემდეგ, რაც ნანგრევები გაიწმინდება, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – განაცხადა გერაშენკომ.
მინისტრის მრჩევლის თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე ირანელ ხალხს, რადგაც რუსეთის ხელისუფლებას ეხმარება.