უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას დროებით ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შეასრულებს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას დროებით ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შეასრულებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას დროებით ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შეასრულებს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

„მთავრობამ იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა და დააკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობების შესრულება. პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის წარდგინება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, ამიტომ ამოქმედებულია აუცილებელი პროტოკოლები, რათა შენარჩუნდეს ყველა პროცესის მართვა“, – აღნიშნავს უკრიანის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

დღეს დილით კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.