უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე თურქეთის წარმომადგენელი - რუსეთი თუ არ ჩაერთვება გადაწყვეტის ძიებაში, არც შედეგი იქნება და არც გამოსავალი
უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე თურქეთის წარმომადგენელი - რუსეთი თუ არ ჩაერთვება გადაწყვეტის ძიებაში, არც შედეგი იქნება და არც გამოსავალი

საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე თურქეთის წარმომადგენელმა, აკიფ ჩაღათაი კილიჩმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერთვება გადაწყვეტის ძიებაში, არც შედეგი იქნება და არც გამოსავალი.“

თურქული მედიის ინფორმაციით, მსგავსი პოზიციის გამოთქმისას, ჩინეთმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის როლზე მოლაპარაკებებში, სტამბოლის შეხვედრებზე და ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მნიშვნელობაზე.

თურქული მედია წერს, რომ, გერმანიის აზრით, ახლა შეხვედრებში რუსეთის ჩართვა არ არის სწორი და რომ რუსეთი შესაფერის დროს უნდა ჩაერთოს. საუდის არაბეთის ინიციატივის მესამე შეხვედრა ოქტომბერშია მოსალოდნელი.

უკრაინაში ომის დასრულების გზების მოსაძებნად ორი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების გარეშე გაიმართა. 5-6 აგვისტოს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 42 ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა შეხვედრა გაიმართა.