უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 29 „შაჰედის“ტიპის დრონიდან 28-ის ჩამოგდება შეძლეს
რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 29 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 28-ის ჩამოგდება მოახერხეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.
„ბრძოლის შედეგად ჩამოვაგდეთ 28 „შაჰედი“ ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის რეგიონებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, ხარკოვში “შაჰედების” ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
მისივე თქმით, დაზიანდა 25 სატვირთო მანქანა და ავტობუსი, ასევე სამი კერძო მანქანა.