უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები - ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები - ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა

ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

პლეტენჩუკის თქმით, საპატრულო გემი ყირიმიდან გავიდა ორი დამხმარე გემის თანხლებით, რომლებიც არ არიან საბრძოლო გემები.

„მოწინააღმდეგის ტაქტიკა შავ ზღვაში ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ ბაზებს შორის გადაადგილებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის არმიის საზღვაო ძალების სპიკერმა.