უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო
კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულებულია.
„დღეს ჯარებმა კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებებით წინ წაიწიეს, ერთიდან ორ კილომეტრამდე. კიდევ 100 რუსი სამხედრო ტყვედ ავიყვანეთ. სოფელ სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულებულია“, – აღნიშნა სირსკიმ.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შესახებ დაწერა.
„ჩვენ წინ მივდივართ კურსკის ოლქში, დღეს ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ სხვადასხვა რაიონში. ამ პერიოდის განმავლობაში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ ავიყვანეთ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას. არ გვავიწყდება ჩვენი აღმოსავლეთის ფრონტი. მე დავავალე მთავარსარდალს ამ მიმართულებით გაძლიერება“, – წერს ზელენსკი.