უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია.
„მესამე მოიერიშე ბრიგადა შეტევას აწარმოებს ხარკოვის ოლქში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს!“ – ნათქვამია უკრაინელი სამხედროების განცხადებაში.
როგორც მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამარხში წერს, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ტერიტორია, რომელსაც იქამდე ოკუპანტები აკონტროლებდნენ, ასევე დაიკავეს მტრის საყრდენი პუნქტები. მათივე ცნობით, ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობა 2,5:1-ზეა რუსეთის არმიის სასარგებლოდ.
ამასთან, ბრიგადის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე ახორციელებენ კონტრშეტევას.
ბრიგადაში ამბობენ, რომ შეტაკებების ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სამასი სამხედრო, ასევე ტექნიკისა და შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგეს.