უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ხარკოვის მიმართულებით ოპერატიული მდგომარეობა რთული რჩება, ვოლჩანსკისთვის ბრძოლაში ოკუპანტებს ტაქტიკური წარმატება აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ხარკოვის მიმართულებით ოპერატიული მდგომარეობა რთული რჩება და დინამიკურად იცვლება, ვოლჩანსკისთვის ბრძოლაში ოკუპანტებს ტაქტიკური წარმატება აქვთ.
გენშტაბის განცხადებით, სასაზღვრო დასახლება ვოლჩანსკისთვის შეტაკებები მიმდინარეობს.
„მტერს ამოქმედებული აქვს მნიშვნელოვანი ძალები ქალაქზე შეტევის წარმოებისთვის, დაახლოებით ხუთი ბატალიონის შემადგენლობით და არაფრად აგდებს თავის დანაკარგებს. მხოლოდ მოკლულებით, ამ მიმართულებით რუსმა დამპყრობლებმა დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგეს. ამჟამად, მტერს აქვს ტაქტიკური წარმატება. დაგეგმილია ღონისძიებები მოწინააღმდეგის გასანადგურებლად“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ ამოცანების განსაზღვრისას მთავარი პრიორიტეტია უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება.