„უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას ულოცავს
„უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას ულოცავს.
„სააქციო საზოგადოება „უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის“ სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას! მრავალი წლის განმავლობაში, თქვენ მიუძღვენით თქვენი ენერგია და თავდადება ქართული საზოგადოებრივი მედიის შენებას მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების საფუძველზე და ამასთან ერთად, თქვენ იჩენდით მუდმივ ყურადღებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, როგორიცაა ინკლუზიურობა და გენდერული თანასწორობა, ასევე ისწრაფოდით საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისკენ, კერძოდ „ევროპის მაუწყებელთა“ კავშირის ფარგლებში.
ამგვარად, მსურს, გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო თქვენთან კომუნიკაცია და მუშაობა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი ჩვენი კომპანიისთვის და ვიმედოვნებ, რომ ერთად ჩვენ განვახორციელებთ არაერთ საინტერესო და ღირებულ პროექტს და ჩვენი კომპანიების სოციალური გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. გილოცავთ და საუკეთესოს გისურვებთ!“ – წერს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია.