უკრაინის საზღვაო უპილოტო ნავებით თავდასხმის შედეგად ნოვოროსიისკის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა
უკრაინის საზღვაო უპილოტო ნავებით თავდასხმის შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი ნოვოროსიისკის პორტში სერიოზულად დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის თანახმად, სამოქალაქო პორტმა, რომელიც ატარებს მსოფლიოს ნავთობის მარაგის 2 პროცენტს და ასევე ახორციელებს მარცვლეულის ექსპორტს, დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა ნორმალური ფუნქციონირების აღდგენამდე.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რუსული სადესანტო გემი საბრძოლო მისიებს ვერ შეასრულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ხომალდი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.