უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა 50 000 ცალი პირბადე ამოიღო, რომლის გატანას ქვეყნიდან კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა პოლონეთის საზღვარზე 50 000 პირბადე ამოიღო, რომლის გატანასაც უკრაინიდან კონტრაბანდული გზით ცდილობდნენ.
ავტომობილი, რომელშიც 50 000 სამედიცინო ნიღაბი აღმოაჩინეს, უკრაინის ქალაქ იაგოდინში, საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
უკრაინის ხელისუფლებამ პირბადეებისა და სხვა დამცავი სამედიცინო საშუალებების ექსპორტი აკრძალა.
როგორც უკრაინის საბაჟო სამსახურში განაცხადეს, გასულ კვირაში 130 000-ზე მეტი კონტრაბანდული პირბადე იყო ამოღებული.