უკრაინის სასამართლომ რუს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის აქტივები დააყადაღა. საუბარია 12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივებზე, რაც 420 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ეს აქტივები „ალფა ბანკის“ უკრაინის ფილიალში ინახებოდა.
ინფორმაცია ფრიდმანის ფინანსური აქტივების დაყადაღების შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა.
მიხაილ ფრიდმანი, რომელიც მთელ მსოფლიოში არაერთ კომპანიას ფლობს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო სიის ფიგურანტია.
ლონდონში მცხოვრებმა მილიარდერმა განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მისთვის შოკისმომგვრელია, რადგან მისივე მტკიცებით, პუტინზე ზეგავლენის არავითარი ბერკეტი არ გააჩნია.