უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება. ქვეყნის უმაღლესმა რადამ არჩევნების თარიღი უკვე დაამტკიცა. გადაწყვეტილებას 298-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღესვე საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასაც უყარა კენჭი.
შედეგად, რეჟიმი უკრაინის 10 ოლქში კერძოდ კი, რუსეთისა და მოლდოვის საზღვრების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვების პირას მდებარე ოლქებში იმოქმედებს.
საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის 09:00 საათიდან ამოქმედდება და 30 დღეს, 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინის რადას სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნა ჰქონდათ ბლოკირებული, რის გამოც პარლამენტის სპიკერი სხდომას ვერ იწყებდა. საომარი მდგომარეობის საკითხზე კენჭისყრის გამართვა მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.