უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე სნაიპერების, სათვალთვალო სისტემების რაოდენობას ზრდის
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე სნაიპერების,  სათვალთვალო სისტემების რაოდენობას ზრდის

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ოპერატიული ჯგუფები და სამხედრო ნაწილები მზადყოფნის რეჟიმში ჰყავს მოყვანილი.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთმა 1-ლი (ლუგანსკი) და მე-2 (დონეცკი) არმიის მოწინავე პოზიციები დამატებითი პერსონალით და ცეცხლსასროლი იარაღით გააძლიერა.

ამასთან, დაზვერვის უწყების ცნობით, საკონტაქტო ხაზზე მოწინააღმდეგემ სათვალთვალო სისტემებისა და სნაიპერების რაოდენობა გაზარდა, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრების მიერ გაერთიანებული ძალების შენაერთებზე დამიზნებით მიმდინარეობს საარტილერიო ცეცხლის მართვის წვრთნები.