უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება
უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება

უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

ღონისძიება ქალაქ ლუცერნის მახლობლად, კურორტ ბიურგენშტოკში შედგება. უკრაინის საკითხზე საერთაშორისო სამიტის გამართვის თარიღი და ადგილი შვეიცარიის მთავრობამ გამოაცხადა.

კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთი. ბერნში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ რუსული მხარე ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ და ის არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, კონფერენციაზე იგეგმება სამშვიდობო პროცესში რუსეთის მონაწილეობისთვის კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება.

როგორც მოსალოდნელია, დაგეგმილ შეხვედრაში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.