უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური - რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს
რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.
მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.
კიევის ოლქი ბელარუსის ტერიტორიას ესაზღვრება.