უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების მიერ ღამის განმავლობაში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტა მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან 20-ის ჩამოგდება მოხერხდა ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონების თავზე.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ რუსმა სამხედროებმა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტაც გამოიყენეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის ობიექტები, რის გამოც რამდენიმე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.