უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს რუსეთიდან გაშვებული 62 უპილოტო საფრენი აპარატიდან 33 ჩამოაგდეს
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 62 უპილოტო საფრენი აპარატიდან 33-ის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებში.
კიევზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სოლომიანსკის რაიონში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გამოიწვია.