უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან გაშვებული 81 უპილოტო საფრენი აპარატიდან 57-ის ჩამოგდება მოახერხა
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან გაშვებული 81 უპილოტო საფრენი აპარატიდან 57-ის ჩამოგდება მოახერხა.
როგორც საჰაერო ძალებში აცხადებენ, ღამის განმავლობაში რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცის, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებზე.
დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები და ავტომობილები.