უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თვითმფრინავი და 12 „შაჰედი“ ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თვითმფრინავი და 12 „შაჰედი“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი თვითმფრინავი და 12 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. აფეთქებები მოხდა ხარკოვსა და ხერსონში. უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონში თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა დატოვეს ავდეევკა და ახალ პოზიციებზე გადაინაცლეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკვე ოფიციალურად ამცნო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, უკრაინის ქალაქ ავდეევკადან გასვლის მიზეზი საჰაერო სივრცეში რუსეთის უპირატესობა გახდა.