უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს
უკრაინის ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 76 „შაჰედის“ დრონიდან 72 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ. უკრაინული მხარის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები კურსკიდან, იეისკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვა ღამით მუშაობდა კიევის, ოდესის, ხარკოვის, პოლტავის, სუმისა და სხვა ოლქებში. საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგის ორი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთში დაბრუნდა, ორის ადგილმდებარეობა კი უკრაინაში დაკარგეს.
„ჩვენ გვჭირდება მეტი შესაძლებლობა საჰაერო ფარის, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმების გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. ვმუშაობთ ამაზე უკრაინის ყველა პარტნიორთან“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამარხში.