უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია, მივიღეთ სათადარიგო ნაწილები
სამხედრო საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია, მიიღო სათადარიგო ნაწილები.
აღნიშნულის შესახებ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ წერს.
„უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები, საჰაერო ძალების ავიაციაში არსებული თვითმფრინავების ფლოტის აღდგენისა და შეკეთებისთვის, რაც საშუალებას მისცემს, მწყობრში ჩააყენოს მეტი ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა კიევს მიაწოდეს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები, რათა გაიზარდოს მათი ფლოტი და შეაკეთონ უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავები.