უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთი უკრაინას, უკვე მესამედ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებლით დაესხა თავს, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთი უკრაინას, უკვე მესამედ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებლით დაესხა თავს, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთი უკრაინას, უკვე მესამედ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებლით დაესხა თავს, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამარხზე ავრცელებენ.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ყველაზე ზუსტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვას კი ჯერ არ გააჩნია საკმარისი დასავლური იარაღი, რომელსაც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.