უკრაინის საგარეო უწყებაში უარყვეს „ბილდის“ ინფორმაცია, რომ ზელენსკი, სავარაუდოდ, მზად არის, შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო „ბილდის“ ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ მზად არის, შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის გარკვეულ ნაწილებში.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის, გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი არ გეგმავს ომის რაიმე ფორმით გაყინვას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ელემენტები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააცნობს აშშ-ს, უეჭველად გააძლიერებს და არ დაასუსტებს უკრაინასა და მის მეომრებს.
ამასთან, კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა უარყო „ბილდის“ ინფორმაცია და განაცხადა, რომ გერმანულმა გამოცემამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
მანამდე, „ბილდმა“ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტრატეგია დასავლური შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას და ომის დროებით გაყინვას მოიცავს.