უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა

უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული ნაბიჯი ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ გადადგეს. უკრაინაში ირანის საქმეების დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, არამეგობრულ ქმედებას წარმოადგენს და ირანისა და უკრაინის ურთიერთობებს სერიოზულ დარტყმას აყენებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამჟამად, უკრაინაში ირანის ელჩი კიშინეუში იმყოფება, სადაც ის ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა. აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, ის მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა სულ მცირე ოთხი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.