უკრაინის საგარეო უწყება - ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს
ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ვეტოს დადების შესახებ. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.