უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს - არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით
უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს - არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით

უკრაინა არ ვაჭრობს თავისი ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც მან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას „არარეალისტური“ უწოდა.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, კიევში უკვე ღელავდნენ იმის გამო, რომ ორბანი დიდი ხანია, არ გამოჩენილა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებებით.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ავღელვდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით. ეჭვიც კი შევიტანეთ უნგრეთის პრემიერის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც თავისი სუვერენიტეტით. მშვიდობითაც არ ივაჭრებს. რუსეთის ხელმძღვანელობა კი, როგორი საჯარო ადვოკატებიც არ უნდა ჩართოს, აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინელებისთვის მიყენებული ბოროტებისთვის“, – წერს ნიკოლენკო „ფეისბუქში“.