უკრაინის საგარეო უწყება ქერჩის ხიდზე სარკინიგზო მოძრაობის გახსნისა და ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო პროტესტს გამოთქვამს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქერჩის სრუტის ხიდზე სარკინიგზო მოძრაობის გახსნისა და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო პროტესტს გამოთქვამს.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კიევის თანხმობის გარეშე ხიდის აშენება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ზღვის კანონის შესახებ გაერო-ს კონვენციის უხეში დარღვევაა. კიევმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ქერჩიდან ტამანამდე იმგზავრა.
რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და ანექსია 2014 წელს განახორციელა.