უკრაინის საგარეო უწყება - მარიუპოლიდან რუსეთში ხალხის იძულებით გასახლება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების ქმედებების გამეორებაა
მარიუპოლიდან რუსეთის ფედერაციაში ხალხის იძულებით გასახლება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების ქმედებების გამეორებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„ჯერ ისინი მოვიდნენ ქალაქების დასანგრევად, დაბომბეს საავადმყოფოები, თეატრები, სკოლები და თავშესაფრები, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები. შემდეგ მათ ძალით გადაასახლეს შეშინებული, გამოფიტული ხალხი დამპყრობლის მიწაზე. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი თავი? არა – რუსული არმიის მოქმედებები დღეს მარიუპოლში“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი.