უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო „როიტერს“ მოუწოდებს, „არ შეუწყოს ხელი რუსულ პროპაგანდისტული ლექსიკის გავრცელებას“
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო „როიტერს“ მოუწოდებს, „არ შეუწყოს ხელი რუსულ პროპაგანდისტული ლექსიკის გავრცელებას“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო „როიტერს“ მოუწოდებს, „არ შეუწყოს ხელი რუსულ პროპაგანდისტული ლექსიკის გავრცელებას“.

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ტვიტერში“ დაწერა.

„Reuters, ნუ ავრცელებთ რუსულ პროპაგანდისტულ ლექსიკას. პრორუსული ხერსონის ოლქი – რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქი, მარცვლეულის ექსპორტი – მარცვლეულის მოპარული ტვირთი, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია – რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია. შენიშვნა სტანდარტების შესახებ, როგორც ჩანს, არადამაჯერებელია“, – წერს ნიკოლენკო „ტვიტერში“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მაგალითად მოჰყავს ინფორმაცია სათაურით – „პრომოსკოვურმა ხერსონის რეგიონმა რუსეთში მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო“, რომელიც დაწერილია რუსულ სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით.