უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
კულებას გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სტეფანჩუკი წერს, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ესენი არიან, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი.
ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაწერა.