უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავის დროზე მოსკოვი კიევს ექვემდებარებოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვასილი ბონდარმა, უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს, პუტინს შეახსენა, რომ „თავის დროზე მოსკოვი კიევს ექვემდებარებოდა“.
ბონდარი ამგვარად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც პუტინმა თქვა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ძირძველი რუსული ტერიტორიები, უკრაინას გადასცეს“.
„ჩეენ ამ განცხადებას ვგმობთ, პუტინის ნარატივი და გამონაგონი ჩვენზე არ იმუშავებს. მეტიც, მოდით, გადავხედოთ ისტორიას. ვინ ვის ეკუთვნოდა? თავის დროზე მოსკოვი ექვემდებარებოდა კიევს. ასე რომ, მოდით, ვისაუბროთ ფესვებზე და არა შედეგებზე“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.