უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე გაემგზავრება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე გაემგზავრება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე გაემგზავრება. ვადიმ პრისტაიკო მონაწილეობას მიიღებს 3 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩანიშნულ საერთაშორისო კონფერენციაში.

მანამდე უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებდნენ, რომ პრისტაიკო არ აპირებდა ლონდონში გამგზავრებას.

როგორც უკრაინული მედია წერს, პრისტაიკომ გადაწყვეტილება საჯარო კრიტიკის ფონზე შეცვალა.

ამ კრიტიკის მიზეზი გახდა „ევროპეისკაია პრავდას“ სტატია სახელწოდებით „უკრაინის გარეშე, მაგრამ საქართველოსთან ერთად: რატომ გადაწყვიტა უკრაინამ ნატო-ს ლიდერების შეხვედრის იგნორირება.“

ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ნატო-ს მიერ გამოქვეყნებულ პროგრამაში ცვლილება შეიტანეს და ამჟამად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრების სიაშია.