უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მომავალ კვირაში უნგრეთში ჩავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მომავალ კვირაში ბუდაპეშტს ეწვევა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიარტო აღნიშნავს, ვიზიტი უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან არსებულ დავას, რომელიც უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებებს ეხება.
სიიარტოს თქმით, ადრე უკრაინაში მცხოვრებ უნგრელ მოსწავლეებს შეეძლოთ სწავლა უნგრულ ენაზე დაწყებით და საშუალო საფეხურზე, ასევე შეეძლოთ, ჩაებარებინათ გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში უნგრულ ენაზე, მაგრამ ახლა, მეოთხე კლასის შემდეგ, ამის უფლება აღარ აქვთ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შესაძლებელი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა.