უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე - სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე - სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში

მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.

ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, დაზვერვისა და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ, ძირითადი ბაზა კი, კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო.

როგორც მალომუჟიმ აღნიშნა, ეს კონტინგენტი, სააკაშვილისა და პოროშენკოს ჩათვლით, განიხილებოდა შესაძლო დაზვერვის მომავალ შესაძლო თანამშრომლებლად.

„პირველ რიგში, დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის ვარჩევდით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან. კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო ძირითადი ბაზა, რადგან იქ იყო საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები. დაზვერვის მომავალი თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი იყო უცხო ენების ცოდნა. ეს კონტინგენტი, სააკაშვილისა და პოროშენკოს ჩათვლით, კიდევ ბევრი სხვა, განიხილებოდა, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები. სხვები, უბრალოდ, არ იყვნენ“, – განაცხადა ნიკოლაი მალომუჟიმ.

მისი თქმით, ყველა სტუდენტის შესწავლა ხდებოდა, თუმცა მათი ნაწილი ვერ გახდა დაზვერვა, მაგრამ დაიკავეს სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის, პრეზიდენტის თანამდებობაც.

„სწავლობდნენ საბჭოთა, შემდეგ უკვე უკრაინელ სტუდენტებს. უკრაინელები ცოტა იყვნენ, უცხოელები ჭარბობდნენ. შესწავლა ხდებოდა არა იმდენად აგენტურის, არამედ დაზვერვის ან კონტრდაზვერვის ფორმატში სამუშაოდ. ამ შემთხვევაში კარგი განათლება და, სულ მცირე, ორი ენის ცოდნა იყო საჭირო, შემდეგ  – სამწლიანი აკადემია და უკვე მზად იყვნენ საზღვარგარეთ პირველადი დავალების შესასრულებლად. ყველას შესწავლა ხდებოდა, თუმცა ყველა შორს ვერ წავიდა, ნაწილი ვერ გახდა დაზვერვის თანამშრომელი, მაგრამ გავიდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, პრეზიდენტის თანამდებობის ჩათვლით“, – აცხადებს მალომუჟი.

ამასთან, გორდონის კითხვაზე, კგბ მუშაობდა თუ არა პოროშენკოსთან და სააკაშვილთან, მალომუჟი პასუხობს, რომ მათთან თავდაპირველად მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი – უკრაინის უშიშროების სამსახური.

„ისინი სწავლობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. სააკაშვილმა რეკომენდაცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით და წავიდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოში ომი იყო, გამსახურდიამ ამბოხება მოაწყო, სააკაშვილს ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ არავინ იყო, ვინც მიიღებდა. ამიტომ სააკაშვილი პოლიტიკაში წავიდა, საზღვარგარეთ ისწავლა და გახდა პრეზიდენტი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.