უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების დიპლომატიური მრჩევლები ერთმანეთს 2 სექტემბერს შეხვდებიან
უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების დიპლომატიური მრჩევლები ერთმანეთს 2 სექტემბერს ბერლინში შეხვდებიან და ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შესახებ იმსჯელებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინულ მხარეს ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო და უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვიდან ბერლინში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავა.
მხარეებმა 12 ივლისს მიღწეული შეთანხმების შესრულების პირობებზე უნდა იმსჯელონ.
სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება სავარაუდოდ ცნობილი, როდის შეხვდებიან ერთმანეთს ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერები.