უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - გაოცებულნი ვართ ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან აკავშირებენ
გაოცებულნი ვართ საქართველოს წარმომადგენელი ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით, რომლებიც, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აკავშირებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან.
„ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არავის ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ყველა შესაძლებლობით. მინდა, დავასრულო ეს ბრიფინგი უკრაინის პრეზიდენტის, მთავარსარდლის სიტყვებით: „დღეს უკრაინელები არიან დაუმარცხებლობის სიმბოლო, იმის სიმბოლო, რომ ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება, გახდეს საუკეთესო ადამიანი ნებისმიერ მომენტში. დიდება უკრაინას“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა.