უკრაინის რეგიონების უმეტესობასა და კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის რეგიონების უმეტესობასა და კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის რეგიონების უმეტესობასა და კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რუსეთის ტერიტორიაზე შეინიშნება სტრატეგიული ავიაციის გააქტიურება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი თავის „ტელეგრამარხზე“ წერს, მოსალოდნელია ახალი სარაკეტო შეტევა.

შეგახსენებთ, 28 აპრილს, გამთენიისას რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი რაკეტა ჩერკასკის ოლქში, ქალაქ უმანში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შედეგად ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 22 ადამიანი. მათ შორის სამი ბავშვია.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მისამართით 23 რაკეტა გაუშვა, საიდანაც 21-ის განადგურება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს.