უკრაინის რამდენიმე ქალაქში „შტაინმაერის ფორმულის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართა
უკრაინის რამდენიმე ქალაქში „შტაინმაერის ფორმულის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართა

უკრაინის რამდენიმე ქალაქში „შტაინმაერის ფორმულის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართა. პიკეტები შედგა კიევში, ლვოვში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, მარიუპოლში.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ თუ კიევი ხელს მოაწერს „რუსეთის ფედერაციისთვის მისაღებ ფორმულას“, მაშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტოიკო უნდა გადადგეს.

აქციები გაიმართა კიევში, იმ უბანში, სადაც სამთავრობო შენობები მდებარეობს. დემონსტრაციის მონაწილეთა თქმით, უკრაინის მთვარობამ „შტაინმაიერის ფორმულას“ არ უნდა დათანხმდეს.

უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს იმყოფებოდა ვლადიმირ ზელენსკი და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს ზელენსკიმ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ისაუბრა.

მანამდე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“, პეტრო პოროშენკოს „ევროპულმა სოლიდარობამ“ და ასევე სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმის“ წევრებმა განაცხადეს, რომ „შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს მინსკში გამართული, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ყველა მონაწილე „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა. როგორც გრიზლოვმა განაცხადა, „აღნიშნული ფორმულით განისაზღვრება, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების კონკრეტულ რაიონებში „განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის გავრცელების სამოქმედო გეგმა.“

მინსკში შეხვედრის შემდეგ, ეუთო-ს წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინა „შტაინმაიერის ფორმულას“ დაეთანხმა. კიევში ამ ინფორმაციას უარყოფენ. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ,  რომ შესაბამის საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.