უკრაინაში მოქმედი სახალხო დეპუტატი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ უცხოელს ექსტრადიციისგან თავის დაღწევას ჰპირდებოდა. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, საუბარია პარტია „ევროსოლიდარობის“ წევრზე, სერგეი ალექსეევზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ დეპუტატი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეს, სასამართლოში თავისი კავშირების გამოყენებით, ექსტრადირების აცილებაში ხელშეწყობას ჰპირდებოდა.
გამოძიების მტკიცებით, დაფიქსირდა დეპუტატის მიერ 30 ათასი დოლარის მიღება, მანამდე მან კიდევ 20 ათასი დოლარი მიიღო.
რადას წევრს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში. აღნიშნული მუხლი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.