უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭრა.
რეზოლუციის პროექტს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებული 297 დეპუტატიდან, მხარი მხოლოდ 97-მა დაუჭრა. გროისმანის გადასაყენებლად მინიმუმ 226 ხმა იყო საჭირო.
ინაუგურაციის დროს, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.
გროისმანმა უმაღლეს რადას გადადგომის წინადადებით 23 მაისს მიმართა. კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მთავრობის გადადგომას იწვევს.
მთავრობა, რომლის გადადგომასაც პარლამენტი ამტკიცებს, უფლებამოსილების შესრულებას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე აგრძელებს.