უკრაინის რადამ ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა 50 მილიარდ ევროს მიიღებს
უკრაინის რადამ ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა 50 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ე.წ. უკრაინის რეფორმების გეგმა შეთანხმებაა, რომელიც 2027 წლამდე პერიოდისთვის იმ სავალდებულო რეფორმებს განსაზღვრავს, რომლებიც მაკროფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს მისაღებადაა აუცილებელი.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში უკრაინა 2024 წელს ტრანშის სახით – 16 მილიარდ ევროს, 2025-ში – 12.5 მილიარდს, 2026 წელს – 7.25 მილიარდს, ხოლო 2027 წელს 2.5 მილიარდ ევროს მიიღებს, რომელიც დაფუძნებული იქნება პრინციპზე, „ჯერ მოქმედება და შემდეგ თანხა“.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ჩარჩოხელშეკრულებას ხელი 22 მაისს მოეწერა. ევროკომისიამ „უკრაინის რეფორმების გეგმა“ 14 მაისს დაამტკიცა.