უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი აცხადებს, რომ დასახლება რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს
უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი აცხადებს, რომ დასახლება რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი ადასტურებს, რომ ქალაქი რუსეთის არმიამ დაიკავა. საუბარია ქალაქზე, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. როგორც იური ფომიჩევი ამბობს, სლავუტიჩი ოკუპირებულია რუსების მიერ. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„ქალაქში დარჩენილები ქუჩებში გამოვიდნენ უკრაინის დროშებით, ლოზუნგით, რომ სლავუტიჩი უკრაინაა“, – განაცხდა ფომიჩევმა.

ქალაქის მერმა ასევე დაადასტურა ქალაქში სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.