ქალაქ მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
ქალაქ მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევის სამთავრობო ადმინისტრაციაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული გუშინდელი დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

როგორც მიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა „ბიბისის“ განუცხადა, შენობაში სამხედროები არ იმყოფებოდნენ, იყვნენ მხოლოდ დაცვის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

სენკევიჩის აზრით, რუსეთის ძალების სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი, რომელიც დარტყმის დროს ადმინისტრაციის შენობაში არ ყოფილა.

ცხრასართულინ შენობაზე სარაკეტო დარტყმა გუშინ დილით განხორცილდა. იერიშის შედეგად განადგურდა ვიტალი კიმის ოფისი.