უკრაინის ქალაქ ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ანდრეი სადოვოიზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩავფრინდი ლვოვში. ველოდებით ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან. გთხოვთ, არ გაავრცელოთ ფოტო-ვიდეომასალა და დარჩით თავშესაფარში“, – აღნიშნა სადოვოიმ.
ამასთან, მედიის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ უბანში ძლიერი დაკვამლიანებაა, მდგომარეობა კი შესაძლოა, ქალაქში არსებულმა ძლიერმა ქარმა გაართულოს.
ლვოვის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, სამი ძლიერი აფეთქება ლვოვის მახლობლად კრივჩიცის მიმართულებით მოხდა.
„ვიდრე საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის, იყავით მშვიდად და დარჩით თავშესაფრებში. არ გააჟღეროთ დარტყმის ადგილები და არ გადაიღოთ ფოტოები“, – აღნიშნა მან.