უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის ძალების დარტყმის შედეგად, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ცამეტი ადამიანი
უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის ძალების მიერ გუშინ განხორციელებული დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანია დაღუპული. ცხედარი მაშველებმა საწყობის ნანგრევებიდან დღეს ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
რეზნიჩენკოს ცნობით, 26 ნოემბერს განხორციელებული დარტყმის შედეგად, ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა შვიდი კერძო სახლი.